ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შეიცვალა თუ არა ფასები ბოლო დღეებში?

26 აგვისტო, 2015 • ანა ჯიქია, ირინა მაკარიძე • 1

შეიცვალა თუ არა ფასები ბოლო დღეებში?

ლარის კურსის ვარდნა გავლენას ახდენს ფასებზე. „ნიუპრესი“ „დაინტერესდა, შეიცვალა თუ არა ფასები ბოლო დღეებში? გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ ფასების ცვლილება ბოლო დღეეებში არ მომხადა. თუმცა, წინა პერიოდში გაზრდილმა ფასებმა მოსახლეობა მნიშვნელოვნად აზარალა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი ცენტრის დაცვის“ ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდება. ის ამის ერთ-ერთ მიზეზად გარეფაქტორებთან ერთად ხელისუფლების მიერ გატარებულ არასწორ პოლიტიკას მიიჩნეს. „მემარცხენე პოლიტიკა ისეთი ღატაკი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, დამღუპველია. ჯობდა იმ ფულის ნაწილი, რაც ჯანდაცვაში ჩაიდო, ჩაგვედო ბიზნესში, სოფლის მეურნეობის განვითარებაში… ნებისმიერ მარკეტში 80% შემოტანილი პროდუქციაა. ჩვენ დიდი რეზერვი გვაქვს, რომ ბაზარი ადგილობრივი პროდუქციით უზრუნველყოთ“,- განაცხადა მან „ნიუპრესთან“ საუბარში.

თეგები: ვიდეო გამოკითხვალარის კურსისულხან ქობულაძეფასები ზრდა