გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 21, 22, 23 და 24 ივნისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
21, 22, 23, 24/06/2019 თბილისი – ბათუმი – თბილისი #852/851
გასვლა- თბილისი
ჩასვლა-ბათუმი
გამოსვლა-ბათუმი
ჩამოსვლა- თბილისი
08:50
14 :15
19:15
00:40
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!