ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის “ტორპედოს” ფანკლუბის წევრების აქცია გრძელდება

28 ივნისი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 35

ქუთაისის “ტორპედოს” ფანკლუბის წევრების აქცია გრძელდება

მათი თქმით, მიუღებელია ზაალ ჩაჩავას განცხადება, თითქოს ფეხბურთელები თანხის გამო არ წასულან.

ქუთაისისტორპედოსფანკლუბის წევრების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა გუნდის პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას წასვლაა. მათი თქმით, მიუღებელია ზაალ ჩაჩავას განცხადება, თითქოს ფეხბურთელები თანხის გამო არ წასულან.

“ზაალ ჩაჩავა აცხადებს, რომ ფეხბურთელები თანხის გამო არ წასულან. მისი თქმით, მათ სთავაზობდა ფულს და უარი თქვეს. ეს ტყუილია, ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთელები ნახევარ ხელფასზეც თანახმა იყვნენ. ამიტომ მოვითხოვთ დატოვოს “ტორპედო” -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, აინტერესებთ ეკონომიკის სამინისტროს პასუხი, რეალურად არის თუ არა მოლაპარაკებები ჩინელ ინვესტორებთან.

შეგახსენებთ, “ტორპედოში” არსებული პრობლემების გამო გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა.

თეგები: ტორპედო