სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი -მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

15 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი -მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 18 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დღეს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ქრის, რაც მთელი დღე შენარჩუნდება, დღის მეორე ნახევრიდან კი იწვიმებს.

ხვალიდან ღამისა და საღამოს საათებში უმეტეს რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

შედარებით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში ჰაერი 30-35 გრადუსამდე ათბება.

თეგები: წვიმა