ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას სუიციდის მცდელობა მაშველებმა აღკვეთეს

10 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას სუიციდის მცდელობა მაშველებმა აღკვეთეს

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობდნენ, რომელსაც, სავარაუდოდ, სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

ფაქტი დადასტურდა – ტყეში ახალგაზრდა გოგონას თავის ჩამოხრჩობის მცდელობა ჰქონდა.

მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა გოგონას გადარჩენა. უგონო მდგომარეობაში მყოფი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი მუშაობდა.

მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თეგები: სუიციდი