18 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე) 50-ე თეატრალურ სეზონს დახურავს.
წარმოდგენილი იქნება გიორგი ჩლაიძის ოპერა “დარისპანის გასაჭირი” (დამდგმელი დირიჟორი – ლევან ჯაგაევი, დამდგმელი რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე, დამდგმელი მხატვარი – თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორმაისტერი – ირინე ლომინაძე).
სპექტაკლში მონაწილეობენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები – ლაშა თითბერიძე (დარისპანი), ნუცა ზაქაიძე (მართა), ნათია სტეფანიშვილი (პელაგია), ემილ ჩარგაზია (ონისიმე), მარიეტა მაჩალაძე (კაროჟნა), სოფიო ბერიშვილი (ნატალია), მიხეილ ქებაძე (ოსიკო), თეატრის გუნდი და ორკესტრი.
სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება. დასაწყისი 18 საათზე.