სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

15 წლის ქუთაისელი მოსწავლე სასწავლო კურსით “ნასაში” გაემგზავრა

19 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

15 წლის ქუთაისელი მოსწავლე სასწავლო კურსით  “ნასაში” გაემგზავრა

ქუთაისელი მოსწავლე იონა იობიძე “ნასაში” გამეგზავრა. ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის ” მეათე კლასის მოსწავლე „ათასწლეულის ინოვაციის“კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

15 წლის მოსწავლემ გუნდის წევრებთან ერთად კონკურსში წელს გაიმარჯვა. მათ ბარნის სარტ ლაბირინთი გამოიგონეს.

პროექტის მიზანია ავტომატიზებული გახადოს დაკვირვებისა და კვლევის პროცესი. ბარნის სმარტ-ლაბირინთი დაეხმარება მეცნიერებს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ცხოველთა შორის სივრცითი ხედვა და მეხსიერება შეაფასონ. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.

გამარჯვებულები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში ერთთვიან კურსს გაივლიან, რასაც კოსმონავტები გადიან.

15 წლის ქუთაისელი გამომგონებელი “ნასაში” მიემგზავრება

თეგები: ნასა