ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება [R]

9 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება [R]

საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს.

მატარებელი 11 აგვისტოდან იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

თბილისიდან გასვლა – 09:05 საათი,

ბათუმში ჩასვლა – 14 :42 საათი,

ბათუმიდან გამოსვლა – 18:30 საათი,

თბილისში ჩამოსვლა – 00:07 საათი.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

თეგები: რეკლამა