ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

Black Sea Arena-ზე THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება [R]

10 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

Black Sea Arena-ზე THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება [R]

THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena -ს ბაქანზე გაჩერდება.

რკინიგზაში განმარტავენ, რომ მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

13/ 08/2019 თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი – Black Sea Arena- თბილისი #884/883

თბილისიდან გასვლა-12:40, ჩასვლა Black Sea Arena-ზე-17:25, ჩასვლა ბათუმში-18:23. გამოსვლა ბათუმიდან-23:50, გამოსვლა Black Sea Arena-დან-0:38, ჩამოსვლა თბილისში-5:15.

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

თეგები: რეკლამა