ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში მგზავრს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოუჩინეს

13 სექტემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის აეროპორტში მგზავრს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოუჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, ბელგიის მოქალაქის ს.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (58 აბი) აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

შემთხვევა 12 სექტემბერს მოხდა.

თეგები: აეროპორტი