სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ უფასო რეისებს ნიშნავს [R]

12 ოქტომბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“  უფასო რეისებს ნიშნავს [R]

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი მატარებელი 11:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში 11:30 საათზე ჩავა, მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე 12:20 საათზე შემოვა.

მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში 22:30 საათზე ჩავა; მცხეთიდან გამოვა 22:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე 23:20 საათზე შემოვა.

მატარებლები გაჩერდება დიდუბის ბაქანზეც.

თეგები: რეკლამა