|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

22 აპრილს ქუთაისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

ქუთაისის ნაწილს დაგეგმილი ტექნიკური სამუშაობის გამო წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება,  - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია  ავრცელებს. 

ამ ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ქუთაისში ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობაზე და ქვიტირის სატუმბ სადგურში მილსადენის აღდგენითი სამუშაოების გამო, 22 აპრილის დილის 4 :00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ავტოქარხნის, უქიმერიონის, გამარჯვების, ძელქვიანის, ნიკეას, ვაკისუბნის, სულხან-საბას, საფიჩხიის და ქალაქ მუზეუმის (ნაწილს) ადმინისტრაციულ ერთეულებს.

 აბონენტებს SMS შეტყობინებები წინასწარ გაეგზავნათ. წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

 

ავტორი: ნიუპრესი