ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
ინტელექტუალური თამაშის თემა იყო NATO-სთან დაკავშირებული საკითხები. თამაშში იმერეთის რეგიონის 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებისათვის კითხვები „რა? სად? როდის?“ იმერეთის ინტელექტ-კლუბის წევრმა, ზაალ ხონელიძემ მოამზადა.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი – „ანანერბე“, ქუთაისი, II-III ადგილები, თანაბარი ქულებით, ბაღდათის „მაიკოვსკის თეატრმა“ და ქუთაისის „ისქინეფმა“ გადაინაწილეს.
ღონისძიება „ნატოს დღეები 2019-ის“ ფარგლებში გაიმართა.