|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2236 ახალი შემთხვევა და 44 გარდაცვალება - 9 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 499, იმერეთი - 177.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 125, აჭარაში - 874, იმერეთში - 959. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 328 პირი, მათ შორის, თბილისში - 587, აჭარაში - 134, იმერეთში - 312.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 21, იმერეთში - 18.

2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 - თბილისში, 818- აჭარაში. 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 332, პირი, აჭარაში - 5 186, იმერეთში - 3 846.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი