ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„სანამ მამა დაბრუნდება“- ქუთაისში ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა

11 დეკემბერი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

„სანამ მამა დაბრუნდება“-  ქუთაისში ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ევროკავშირმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქუთაისში ახალგაზრდებისთვის ფილმის ჩვენება და დისკუსიას გამართეს. კინოჩვენებაზე წარმოდგენილი იყო მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“, რომელიც ევროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი და პანკისის ხეობაში ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. მოგვიანებით ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაშიც აჩვენეს და ასუანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. ახლახანს ფილმი თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმადაც დასახელდა.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ფილმში ასახული უფლებების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას თავად რეჟისორი და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მიიღეს.

თეგები: საზოგადოება