ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დავითობასთან” დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი

7 თებერვალი, 2020 • ნიუპრესი • 1

“დავითობასთან” დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქუთაისში დავითობის აღსანიშნავად, სხვადასხვა, ღონისძიებაა დაგეგმილი.

დილით 10:00 სთ – დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება მოხდება, რის შემდეგაც გელათის სამონასტრო კომპლექსში (12:00 სთ) საზეიმო წირვა აღევლინება. მოხდება დავით აღმაშენებლის საფლავის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა.

11:00 სთ დაგეგმილია – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტო-გამოფენა ,,გალობის გელათური სკოლა’’, ასევე 11:00 სთ – ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის ფოტო-გამოფენა – ,,დავითობის აღნიშვნა ქუთაისში’’.

11:30 სთ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სულხან კუპრაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე ,,დავით აღმაშენებლის ფენომენი’’. 12:00 სთ – მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი და ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს.

13:00 სთ – დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ფესტივალი მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში წარსდგება.

ღონისძიება 18:00 სთ – დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტით დასრულდება, სადაც ზურა კობეშავიძე და მეგობრები წარსდგებიან მსმენელის წინაშე.

თეგები: დავითობა