|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

23-24 დეკემბერს საქართველოში მოთოვს

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. 23-24 დეკემბერს მოსალოდნელია დიდი ოდენობით ნალექი, თოვლის სახით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში კი უხვ ნალექს ელოდებიან.

თოვლია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც სადაც, სინოპტიკოსების თქმით, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.

დედაქალაქში კი თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაეცემა.

ავტორი: ნიუპრესი