|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში - 23 მაისიდან რიონის ხეობის მცველები თბილისში გადაინაცვლებენ

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგგები 23 მაისს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავენ. - ასე პასუხობენ რიონის ხეობის მცველები მთავრობის ადმინისტაციის განცხადებას. 

 მათი შეფასებით, მთავრობის ეს განცხადება აღიქმება როგორც ვექტორის სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობა, რისი მიზანიც პროტესტის დეესკალაციაა. 

"დღეს იგეგმება 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები, ფართომასშტაბიანი აქცია კი, დედაქალაქში 23 მაისს გაიმართება. ვიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქლაქში, ახლა მთელმა ერმა და საზოგადოებამ გადავწყვიტოთ ჩვენი სიმრავლით და ერთობით ეს პრობლემა“, – განაცხადა  ვარლამ გოლეთიანმა. 

ეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველების მოთხოვნების პასუხად მტავრობამ დრეს განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე გარკვეული ვადით მორატორიუმი გამოცხადება და მოხდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჰესის საკითხის შესწავლა.

ავტორი: ნიუპრესი -