სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის უნივერსიტეტი საქველმოქმედო პროექტიისათვის – “გვირილობა 2020” თანხის შეგროვებას უერთდება

2 მაისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის უნივერსიტეტი საქველმოქმედო პროექტიისათვის – “გვირილობა 2020” თანხის შეგროვებას უერთდება

ქუთაისის უნივერსიტეტი საქველმოქმედო პროექტიისათვის – “გვირილობა 2020” თანხის შეგროვებას უერთდება.

covid-19-ის ფონდში მინიმუმ 15 ლარის გადარიცხვის შემთხვევაში უნივერსიტეტი საჩუქრად ბრენდირებულ ჰუდს გასაცემს.

“ქუთაისელებო, გილოცავთ “გვირილობას” და გიწვევთ საქველმოქმედო პროექტში – გვირილობა 2020 “გვირილობა სათავეს იღებს ტუბერკულიოზით დაავადებულების დასახმარებლად დაწყებული საქველმოქმედო აქციიდან – ქუთაისელი გიმნაზიელი გოგონები სიმბოლურ ფასად ყიდდნენ გვირილებს და შეგროვებული თანხით მძიმე სენით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. დღესაც იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მხოლოდ განსახვავებულია დაავადების სახელი და სიმპტომები. ჩვენი მიზანი კი კვლავ იგივეა – დაავადების წინააღმდეგ გაერთიანება! ქუთაისის უნივერსიტეტი საჩუქრად გადასცემთ ბრენდირებულ ჰუდებს, თუ მინიმუმ 15 ლარს covid-19-ის ფონდში გადარიცხავთ და წარმოგვიდგენთ დამადასტურებელ დოკუმენტს” -აცხადებს უნივერსიტეტი. პროცედურის შესასრულებლად საჭიროა მიჰყვეთ ბმულს: https://bit.ly/2z1WKiO P.S ფორმის შესავსებად აუცილებელია google-ანგარიშის ქონა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ “მესენჯერში”. #unik #unikonline #ქუთაისი #გვირილობა

თეგები: საზოგადოება