ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას წარმატებული ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და ხევში გადავარდა.
გუბაზ კორძაია ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის პოზიციაზე მუშაობდა. 32 წლის ექიმს ფეხმძიმე მეუღლე და 2 შვილი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.