|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-ზესტაფონის გზაშე მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მომხდარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

შინაგან საქმეთა დამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა