ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ქალი გადმოიყვანეს

19 ივნისი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 14

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ქალი გადმოიყვანეს

პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს Covid-19 ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა. ახალგაზრდა ქალი ბათუმიდან დადასტურებული შემთხვევით გადაიყვანეს.

მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“ბათუმიდან ერთი პაციენტი დაგვემატა, მას მოგზაურობის ისტორია აქვს თურქეთში. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- განაცხადა ნადირაძემ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს.