ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა მოხდა წერეთლის უნივერსიტეტში? – სუს-ი ქრთამის აღების ფაქტს არ ადასტურებს

11 ივლისი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

რა მოხდა წერეთლის უნივერსიტეტში? – სუს-ი ქრთამის აღების ფაქტს არ ადასტურებს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები უნივერსიტეტში გუშინ იმყოფებოდნენ.

ფაქტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნაწილი ადასტურებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქუთაისის უნივერსიტეტში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ უნივერსიტეტში ამ დღეებში არავინ დაუკავებიათ.