სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

11 აგვისტო, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტი დაემატა. კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს 60 წლის მამაკაცს დაუფიქსირდა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ქუთაისელია, მის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

თუ რა სირთულისაა ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხვალ გახდება ცნობილი.

ამ დროისათვის ქუთაისის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს.