|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

24 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 24 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. 

ქუთაისის მერიის ინფორნაციით, საახალწლო პროგრამა 15:00 საათზე დაიწყება.

ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საშობაო ბაზრობა, სადაც მოწეყობა ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, შესაძლებელი იქნება გლინტვეინის, დარიჩინის ორცხობილისა და ცხელი შოკოლადის დაგემოვნება,  აქვე იქნება საბავშვო სივრცე. - პატარებს შეასწავლიან საახალწლო სათამაშოების დამზადებას, გაართობენ ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა კი საჩუქრებს დაურიგებს. მოეწყობა ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა.

16:00 საათზე ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი დაიწყება.

18:30 საათზე ნიკო ქაჯაიას კონცერტზე გეპატიჟებით.

20:00 საათზე საზეიმოდ აინთება ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე.

24 დეკემბრის საახალწლო ღონისძიებები  ჯგუფი “New One”-ის კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა