24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები გაიხსნება
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება დაშვებული იქნება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის თქმით, სავაჭრო ობიექტები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნებიან, თუ უკვე დადგენილ და ასევე დამატებით წესებს დაიცავენ.
„მივიღეთ დამატებითი რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მეტად დაიცავს მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრში ვიზიტის დროს. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე განისაზღვრება, მომხმარებლების დაშვება ნაკადების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს, მაღაზიის ყოველ 20 კვ. მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა, შიდა და გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა, ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს, ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებენ, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თვის შემდეგ უნდა მოხდეს, სავაჭრო ობიექტებში იკრძალება კვების ობიექტები ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით, დაცული უნდა იყოს პირბადის ტარების წესი“,-აღნიშნა მან.
მაიუა ცქიტიშვილის თქმით, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სავაჭრო ობიექტებს დაეკისრებათ, რაც მათ დაჯარიმებაში ან საქმიანობის შეჩერებაში გამოიხატება.
ავტორი: ნიუპრესი