|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

24 თებერვალს საირმეში დასაქმებულთა სოლიდარობის აქციები გაიმართება

პარასკევს, 24 იანვარს, 14 საათზე საირმეში დაიკეტება ყველაფერი, - ამის შესახებს პროფკავშირის „ლაბორი“ თავმჯდომარემ   ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ განაცხადა.

მისი თქმით,   „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის გაფიცული  თანამშრომლების  სოლიდარობის ნიშნად დიდი აქცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვა კომპანიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მიიღებენ. 

რაც შეეხებათ გსფიცულებს, დიასამიძის თქმით,   ისინი დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებამდე  მუშაობას არ განაახლებენ.   


"ქარხანაში დასაქმებულები  მუშაობას არ განაახლებენ, ვიდრე მათი გაფიცულთა მოთხოვნები არ შესრულდება.  თუ კომპანიის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაშინ პროფკავშირი პროცესებში შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მთავრობას მოუწოდებს", - განაცხცადა დიასამიძემ. 

კომპანიის თანამშრომლები 13 თებერვალს გაიფიცნენ.  კომპანიაში აცხადებენ,  დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდიან, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. აღნიშნულს  დასაქმებულები სიცრუეს უწოდებენ.  მათი თქმით,  დარიცხული ხელფასი 800 ლარს არ აღემატება. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა