სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცაგერში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერმა ორი ავტომობილი მოიყოლა

9 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 29

ცაგერში,  სოფელ ლაშიჭალაში მეწყერმა ორი ავტომობილი მოიყოლა

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

უხვი ნალექის გამო ცაგერში, ცაგერში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა. ამის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი. მათ ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.