სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოვუწოდებ “ოცნებას”, დროულად გამოიძიოს ოპოზიციის წევრზე თავდასხმის საქმე – ოთარ კახიძე

19 სექტემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

მოვუწოდებ “ოცნებას”, დროულად გამოიძიოს ოპოზიციის წევრზე თავდასხმის საქმე – ოთარ კახიძე

ოპოზიცის მხარდამჭერ ლევან ცუცქირიძეზე განხორციელებულ თავდასხმას “ევროპული საქრთველო” გამოეხმაურა.

პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეუტატობის კანდიდატი ხელისუფლებას საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს

“წლებია ხელისუფლება ახალისებს ოპოზიციასა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე ძალადობას. დაუსჯელი არიან ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ ოპოზიციის წევრებს. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, რომ დროულად გამოიძიომ ეს საქმე”,-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ცუცქირიძეს საკუთარ სახლთან თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცუცქირიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თეგები: არჩევნებიპოლიტიკა