ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23 სექტემბერი, 2020 • ნიუპრესი • 22

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ზვიად შალამბერიძის თქმით, ყველა ახალი შემთხვევის წყარო დადგენილია.

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ახალი შემთხვევის წყარო დადგენილია.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 14 ახალი შემთხვევა. ყველა ახალი შემთხვევის წყარო დადგენილია, ეს უკავშირდება სავაჭრო ცენტრს, მაღაზიას, ასევე საირმეში გამოვლენილ შემთხვევებს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 1324 ტესტი გაკეთდა.