სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაუტარდა

24 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაუტარდა

“თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარეს გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც პოლიტიკოსის თანაპარტიელი ვეფხია მიქაუტაძე აცხადებს, გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაფიძის კლინიკაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

გოგი წულაია ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო.

თეგები: პოლიტიკასაზოგადოება