ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

25 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ 1700-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა, საიდანაც ვირუსი 27 პირს დაუდასტურდა.

ინფიცირებულებიდან ნაწილი კვლავ “ოქროს ბირჟის” კლასტერს უკავშირდება. არიან ახალი ინფიცირებულები, რომელთა კონტაქტების კვლევაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

იმერეთის რეგიონის კოვიდცენტრებში ჯამში 301 ადამიანია მოთავსებული, საიდანაც 190-მდე იმერეთის რეგიონის მკვიდრია.

თეგები: საზოგადოება