შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “ქართული ოცნების” ინიციატივით დოკუმენტური ფილმის -“შინდისი” ჩვენება გაიმართა

27 სექტემბერი, 2020 • ნიუპრესი • 18

ქუთაისში “ქართული ოცნების” ინიციატივით დოკუმენტური ფილმის -“შინდისი” ჩვენება გაიმართა

ფილმის ჩევნებას იოსებ ხახალეიშვილი, ზაზა ლომინაძე და ზვიად შალამბერიძე დაესწრნენ.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახემწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დოკუმენტური ფილმის -“შინდისი” ჩვენებას დაესწრნენ.

ფილმში მოთხრობილია 2008 წლის 11 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორია.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ფილმის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, დაღუპული გმირების ოჯახისწევრები და ახლობლები.

ფილმის ჩვენება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო. ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.

თეგები: არჩევნები