ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურში 8 კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

29 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურში 8 კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 8 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი ქუთაისიდან, ნაწილი კი აჭარიდან არის.

“24 საათის განმავლობაში მივიღეთ 8 კოვიდდადებითი პაციენტი, ახალი პაციენტებიდან ნაწილი აჭარის, ნაწილი ქუთაისის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე ინფორმაციით, მედიკოსებმა კიდევ ორი პაციენტი გამოაჯანმრთელეს. ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 55 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას, ხოლი 103-მა ვირუსი დაამარცხა.

თეგები: საზოგადოება