ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა

30 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული 37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. 69 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.

ის კლინიკაში რამდენიმე კვირის წინ მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კოვიდ 19-ით შეიყვანეს.

“პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,” – აცხადებენ კლინიკაში.

დღეს, იმერეთში 1200-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, მათდგან კორონავირუსი 38 პაციენტს დუდასტურდა.

თეგები: საზოგადოება