სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა

1 ოქტომბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 18

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა

კლინიკაში 4 მძიმე პაციენტია.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა, ოთხივე მათგანი ქუთაისიდანაა. ორი მოზრდილია და ორი ბავშვი.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“დაგვემატა 4 პაციენტი, ორი მოზრდილი და 2 ბავშვი. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს, ველოდებით განმეორებით პასუხებს, თუ უარყოფითი მოვიდა, რამდენინე მათგანი კლინიკას დატოვებს. მძიმეა ოთხი პაციენტი, მათგან ორი კრიტიკულად მძიმე. პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 57 კოვიდ დადებიტი გადის მკურნალობას, მათგან 17 ბავშვია.

თეგები: საზოგადოება