ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

8 ოქტომბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. როგორც სკოლის დირექტორი განმარტავს, მეოთხე კლასის მოსწავლე სკოლაში ბოლოს ორშაბათს იყო. მას კორონავირუსის სიმპტომები ქონდა, ანალიზი აუღეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ინფიცირების წყარო უცნობია. მომხდარის გამო კლასი, სადაც მოსწავლე სწავლობდა, 12 დღით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მოსწავლის კლასელები და პედაგოგები თვითიზოლაციაში არიან.

თეგები: საზოგადოება