ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 91 იმერეთზე მოდის

9 ოქტომბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან  91  იმერეთზე მოდის

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 179 თბილისს უკავშირდება, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება თუმცა, მაჩვენებელი იზრდება დედაქალაქში.

„სამწუხაროდ, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა თბილისში. თბილისში არის 179 ახალი შემთხვევა, იმერეთში 91 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა ქვემო ქართლში, 28 პაციენტი არის ინფიცირებული, შიდა ქართლში -ათი, კახეთში არის – 11, მცხეთა-მთიანეთში სამი ახალი შემთხვევა, გურიაშიც – სამი, სამცხე-ჯავახეთში კი ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

როგორც ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 63-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ენდელაძის თქმით, 6-ვე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

თეგები: საზოგადოება