ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზაზა ლომინაძე: ჯანდაცვა ჩემი საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება

9 ოქტომბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ზაზა ლომინაძე: ჯანდაცვა ჩემი საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ცენტრალურ საავადმყოფოში დასაქმებულ მედ-პერსონალს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვას, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს.

,,საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გვქონდა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომელებთან. „რკინიგზის საავადმყოფო“- ამ სახელით უფრო იცნობენ ამ კლინიკას. ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები „ქართული ოცნების“ სახელისუფლები გუნდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ასეულ ათასობით ჩვენს მოქალაქეს უფინანსდება მკურნალობის, ოპერაციების, რეაბილიტაციის ხარჯები. თუმცა, სისტემაში პრობლემაები ჯერ კიდევ რჩება – მაგალითად , მედიკამენტების ხელმისაწვდომობა ან მედპერსონალის, მათ შორის მედდებისა და სანიტრების ხელფასები. ამ და კიდევ მრავალ მნიშვნელოვან თემაზე , იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ვესაუბრე ჩემს კოლეგებს. ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობა ჩემი საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება,”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

თეგები: არჩევნები