ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა

14 ოქტომბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ქუთაისში კორონავირუსის 101 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის დაინფიცირდა საკრებულოს წევრი, ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კვიცარიძე.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და დამატებითი აკრძალვების საჭიროება არ არსებობს.

“დღეს, ყველაზე მაღალი 150 შემთხვევაა იმერეთში, აქედან 101 ქუთაისში. ახალი შემთხვევები ძირითადად უკვე დადასტურებულების კონტაქტია. მიუხედავად რაოდენობის ზრდისა, ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ სიტუაციას”,-განაცხადა შალამბერიძემ.

იმერეთის რეგიონში კორონავირუსის უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა, კარანტინში იმყოფება 1500-მდე ადამიანი, კოვიდცენტრებში კი 1000-მდე პაციენტი მკურნალობს.