სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში გაზის აფეთქების შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა

17 ოქტომბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

წყალტუბოში გაზის აფეთქების შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თერნალის დასახლებაში გაზქურის აფეთქების შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა. მას მეორე ხარისხის დამწვრობა ხელებსა და ფეხებზე აქვს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი გაზქურაში დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.

როგორც მეზობლები ყვებიან, ყვირილის ხმა შემოესმათ, საშველად მისულებს კი სახლის დამხმარე ნაგებობაში ხანძარი დახვდათ, გამოიძახეს სასწრაფო და დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, დამხმარე ნაგებობა და ავეჯი სრულად დაიწვა.

თეგები: საზოგადოება