ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა

16 ოქტომბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა

ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა.

უბედური შემთხვევა დღეს, ავანგარდის დასახლებაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.