ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კოვიდინფიცირებული 11 პაციენტი დაემატა, 9 გამოჯანმრთელდა

21 ოქტომბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კოვიდინფიცირებული 11 პაციენტი დაემატა, 9 გამოჯანმრთელდა

24 საათის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი დაემატა, ხოლო 9 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 70 პაციენტი მკურნალობს.

“დაგვემატა 12 ინფიცირებული პაციენტი, ხოლო 9 გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა. 4 პაციენტი გვყავს კრიტიკულად მძიმე, ხოლო 9 სტაბილური”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო 11 პაციენტის ლაბორატორიულ კვლევას ელოდებიან.

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 182- მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.