ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

27 ოქტომბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

იმერეთში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ნაწილი კოვიდსასტუმროებში, ნაწილი კი კოვიდკლინიკებში მოთავსდა. ახალი ინფიცირებულების უმეტესობა ქუთაისიდანაა.

24 საათის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კოვიდ დადასტურებული 49 პაციენტი მკურნალობს. მათგან მძიმეა 9, კრიტიკულად მძიმე ორი პაციენტი.

“ბომონდის” კლინიკაში მკურნალობას 77 ინფიცირებული განაგრძობს, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

თეგები: კორონავირუსი