ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბთან გრიგოლ ვაშაძის ბანერები დააზიანეს

30 ოქტომბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბთან გრიგოლ ვაშაძის ბანერები დააზიანეს

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბთან საარჩევნო ბლოკის ქუთაისის მაჟორიტრი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ბანერები დააზიანეს. უცნობმა პირებმა ბანერზე წითელი საღებავით წარწერები “კგბ” დატოვეს.

ორგანიზაციაში მომხდარს “ქართულ ოცნებას” უკავშირებენ.

“იმ დროს როცა პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი თბილისში იყო, “ოცნების” აქტივისტები მალულად მივიდნენ და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს”- განაცხადა “ნაციონალურ მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიგა შუშანიამ.

ის “ქართული ოცნების” კანდიდატებს მომხდარი ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდებს.

თეგები: არჩევნები