წყალტუბოში, პროექტის დასრულების შედეგად, თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. ინფორმაციას იმერეთის მხარეის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ათეული წლის განმავლობაში, გამწმენდი ნაგებობის არარსებობის გამო, ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. ახალი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა. წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით, განახორციელა. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა
12 ნოემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1
თეგები: საზოგადოება
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები