|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

25 - დან 27 მაისამდე ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი შეცვლილი სვლაგეზებით იმოძრავებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება 25 - დან 27 მაისამდე.
შესაბამისად, ამ დღეებში, ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შეცვლილი სვლაგეზებით:
 N1 L - ნაცვლად მანდარიას ქუჩის, თამარ მეფის ქუჩის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს შემდეგი სვლაგეზით:
აღმაშენებლის გამზირი (ბალახვნის ცენტრი), ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი (რუსთაველის ხიდისა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ კი დადგენილი სვლაგეზით.
N 3 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს თამარ მეფის ქუჩის, ფანჯიკიძის ქუჩისა (კინო " საქართველო") და წერეთლის ქუჩის გავლით, დადგენილი სვლაგეზით.
N 4 - ნაცვლად თამარ მეფის ქუჩის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს რუსთაველის გამზირით, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ დადგენილი სვლაგეზით.
N19 - ნაცვლად რუსთაველის გამზირის, ცენტრალური მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს დავით და კონტანსტინე მხეიძეების ქუჩით, ვარლამიშვილის მოედანზე, მარი ბროსეს ქუჩა, გელათის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა; საფიჩხიის ცენტრიდან მოძრაობას განაგრძობს დადგენილი სვლაგეზით.
N 20 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა , იმოძრავებს რუსთაველის გამზირიდან (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან) თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, დადგენილი სვლაგეზით.
N 10 - ნაცვლად რუსთაველის გამზირის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა , იმოძრავებს რუსთაველის გამზირიდან (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან), სულხან-საბას გამზირის მიმართულებით, დადგენილი
სვლაგეზით.
✅ N5 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქუჩის გავლით.
❇ შპს ,, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ !!!

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა