25 აპრილს - 1 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში - უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 და 26 აპრილს +24, +29° იქნება.
26-29 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება.
27 და 28 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს +14, +19 -მდე
28 აპრილიდან აგრილდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.
1 მაისს გამოიდარებს, მცირე წვიმა შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


11:46
22:32
19:44
20:45
















