25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციას ოპოზიცია აქციით გააპროტესტებს
25 თებერვალს ოპოზიცია აქცია-მსვლელობის გამართავს გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ამის 100 წლის წინ საქართველოს ოკუპაციას გააპტოტესტებენ.
„100 წლის თავზე საქართველო კვლავ იმავე გამოწვევის წინაშე დგას, როცა მტრულად განწყობილი, ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები იგივე საფრთხის შემცვლელები არიან, რა საფრთხის წინაშეც 100 წლის წინ ვიდექით. სამწუხაროდ, მაშინ ამ საფრთხის განეიტრალება ვერ მოხერხდა. იგივე შეცდომა კვლავ რომ არ დავუშვათ და პრობლემა გადავჭრათ, რომლის წინაშეც ვდგავართ, თბილისსა და ბათუმში გაიმართება მშვიდობიანი მსვლელობა- მანიფესტაცია" , - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება ასევე 31 მარტს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში.
ავტორი: ნიუპრესი