ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნათლისღება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა

19 იანვარი, 2021 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნათლისღება  სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა

ნათლისღების დღესასწაული ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა. დეპუტატმა აბესაძეების ოჯახს საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცა.

„მინდა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე!. უფალი ფარავდეს ქუთაისს და მთელ საქართველოს. დღეს, აბესაძეების ოჯახს ვესტუმრეთ და პატარები გავახარეთ. მათ ტკბილეულობა და საკვები პროდუქტების მარაგი გადავეცით“,- ამბობს ლომინაძე. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი მსგავს ღონისძიებებს პერმანენტულად მართავს.

თეგები: საზოგადოება